პრეპარატფერტილოგენისკლინიკური კვლევის შედეგები

შესასწავლი კონტინგენტი 

კვლევაში მონაწილეობდა სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული არასპეციფიური ანთებითი პათოლოგიით დაავადებული პაციენტთა საექსპერიმენტო ჯგუფი, რომლებიც ამბულატორიულ მკურნალობას იტარებდნენ სს კანისა და ვენსნეულებათა / ინსტიტუტში. 

კვლევის დიზაინი

დიაგნოზის დაზუსტებისა და კვლევაში ჩართვის კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით ყველა პაციენტს ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. სისხლის ანალიზი სიფილისზე (PRP), ნაცხის ბაქტერიოსკოპია, ნაცხის იმუნოფლურესცენტული გამოკვლევა ქლამიდიაზე, ბაქტერიოლოგიური კვლევა გონოკოკზე, ტრიქომონაზე, ურეაპლაზმაზე, შარდსასქესო სისტემის ექოსკოპიური გამოკვლევა, პრეპარატით მკურნალობის შემდეგ საკონტროლო გამოკვლევა
პრეპარატიფერტილოგენიწარმოადგენს ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული არასპეციფიური ანთებითი პათოლოგიით დაავადებული პაციენტების საექსპერიმენტო ჯგუფი (ქალი), მათ შორის: 20-30 წლამდე – 30%, 30-40 წლამდე – 40%, 40-ის ზემოთ – 30%. თითოეული მათგანი გაეცნო ინფორმაციას პრეპარატფერტილოგენისშესახებ, გამოყენების ინსტრუქციას და ხელმოწერით დაადასტურა თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე

პაციენტებს პრეპარატი ენიშნებოდათ ნაყენის სახით პერორალურად ოთხჯერ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე და მე-4-ჯერ ძილის წინ, ასევე ადგილობრივად ერთხელ დღეში საშოს გამორეცხვის სახით. მკურნალობა წარმოებდა 24 დღის განმავლობაში

ლინიკური კონტროლი მათ უტარდებოდათ მკურნალობის მე-5, მე-10 დღეზე და მკურნალობის დამთავრების შემდეგ. შედეგები ფასდებოდა შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ მონაცემებს: გამონადენის ინტენსივოვბა საშოდან (0 – არ არის, 1 – მცირე, 2 – საშუალო, 3 – დიდი, შემაწუხებელი); სპეციფიური სუნი (0 – არ არის, 2 – აღინიშნება); წვის შეგრძნება (0 – არ არის, 2 – აღინიშნება); ქავილი (0 – არ არის, 2 – აღინიშნება); ტკივილები მცირე მენჯის ორგანოებში: საკვერცხეების არეში, წელის არეში, მენსტრუაციასთან დაკავშირებული; დაღლილობა; ზოგადი მდგომარეობა. პრეპარატის მოქმედების სუმარული ეფექტის შეფასება ხდებოდა 5 კატეგორიის თანახმად: სრული განკურნება, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, გაუმჯობესება, ეფექტის გარეშე, გაუარესება.

კლინიკური კვლევა და შედეგები

კვლევაში ჩართულ ავადმყოფებს აღენიშნებოდათ შემდეგი ჩივილები: გამონადენი საშოდან – 90% ავადმყოფს, .. უსიამოვნო სუნით – 15%, ქავილი და წვა საშოს მიდამოში – 50%, ტკივილები მცირე მენჯის ღრუში – 15%, კუდუსუნისა და წელის არეში – 10%, სარძევევ ჯირკვლების გამკვრივება – 5%, მენსტრუალური ციკლის შემცირება (ოლიგომენორეა) – 5%, I-დი უნაყოფობა – 5%, II-დი უნაყოფობა – 5%. კლინიკურად: საშვილოსნოს ყელის ჰიპერემია – 65%, საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფია – 20%, ეროზია – 40%, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი – 70%, თეთრი ფერის გამონადენი – 20%. 
     

ლაბორატორიულად: საშოსა და საშვილოსნოს ყელში ლეიკოციტების გროვები – 70%. 
     
ულტრაბგერითი გამოკვლევით: საშვილოსნოს დანამატების ანთება – 5%, საშვილოსნოს მიომა – 10%, საშვილოსნოს მილების ანთება (სალპინგიტი) – 10%, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება (ენდომეტრიტი) – 5%, საკვერცხეების ანთება – (ოოფორიტი) მიკროცისტებით – 10%, ენდოცერვიქსის ცისტები – 10%, ორმხრივი ფიბროადენომა – 10%, ფალოპიუსის მილების სანათურის დახურვა (ჰიდროსალპინქსი) – 10% (კიმოპერტუბაციით). 
     

ავადმყოფების უმრავლესობას – 85% პირველი და მეორე კონტროლის დროს (მკურნალობის მე-5 და მე-10 დღეს) კვლავ აღენიშნებოდათ ჩივილები (მათ შორის სამ ავადმყოფს დაემატა ახალი ჩივილები: ქავილი საშოში, ტკივილი წელისა და საკვერცხეების მიდამოში), კლინიკური დათვალიერებით ანთების ნიშნების შემცირება, მათ შორის
     
გამონადენი საშოდან – 55% ქალს
     
წვა და ქავილი საშოში – 30%, 
     
ტკივილი საკვერცხეებისა და წელის არეში – 15%, 
ყელის ჰიპერემია – 60%, 
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ჰიპერტროფია – 15%, 
ეროზია – 35%, 
სპეციფიური სუნი – 0 შემთხვევა აღენიშნებოდათ
15%
ავადმყოფს პირველივე კონტროლზე არ ჰქონდა სუბიექტური ჩივილები და აღენიშნებოდა სრული კლინიკური რემისია

ერთ ავადმყოფს მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ აღენიშნა არტერიული წნევის მომატება, მკურნალობა არ შეუწყვეტია, წნევა ერთ კვირაში დარეგულირდა ჰიპოტენზიული საშუალებებით. ერთ ავადმყოფს მკურნალობის მე-10 დღეს კლინიკური გასინჯვისას აღმოაჩნდა საშვილოსნოს ყელის ჯირკვლის 2 ოვულა-ნაბოტი (ნაბოთის კისტა), რომელიც საშვილოსნოს ყელის გაწმენდისას გასკდა

მკურნალობის დამთავრების შემდეგ ჩატარებულმა საკონტროლო გამოკვლევამ გვიჩვენა შემდეგი
სუბიექტური ჩივილები ავადმყოფებს არ ქონდათ
კლინიკურად: ჩირქოვანი გამონადენი საშოში – 2, სპეციფიური სუნი – 0, წვისა და ქავილის შეგრძნება საშოში – 1, საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფია – 1, საშვილოსნოს ყელის ჰიპერემია – 3, ეროზია ეპითელიზებულია ყველა შემთხვევაში

ლაბორატორიულად: საშოში და საშვილოსნოს ყელში ლეიკოციტების დიდი რაოდენობა – 3. 
ულტრაბგერითი გამოკვლევით: საშვილოსნოს მიომა ზომებში შეუმცირდა პაციენტების 10%–, ფალოპიუსის მილები მკურნალობის შემდეგ გამტარი გაუხდა 10% პაციენტს. ასევე არ აღენიშნებოდათ საკვერცხეებში მიკროცისტები, კისტა და ენდოცერვიქსის ცისტები
ავადმყოფებში გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები) არ გამოვლენილა. 

ამგვარად, “ფერტილოგენითმკურნალობის 24 დღიანი კურსი ეფექტური აღმოჩნდა სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული არასპეციფიური ანთებითი პათოლოგიით დაავადებული 85% პაციენტისათვისსრული განკურნება, 15%– აღენიშნა გაუმჯობესება
ფერტილოგენიწარმოადგენს ეფექტურ საშუალებას სასქესო სისტემის, მწვავე და ქრონიკული არასპეციფიური ანთებითი პათოლოგიების მკურნალობაში
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ ახასიათებს სხვა გვერდითი ეფექტები

რეკომენდაციები
რეკომენდებულიაფერტილოგენისგამოყენება ნაყენის სახით და ადგილობრივად, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული თერაპიის სახით. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის კურსის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, როცა დაავადების სრული განკურნება 24 დღიანი კურსის შედეგად ვერ იქნა მიღწეული. პერსპექტივაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ პრეპარატის გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მქონე ავადმყოფების, ქალთა უნაყოფობისა (პირველადი და მეორადი), სასქესო ორგანოების კისტების, პოლიკისტოზის, მცირე მენჯის ორგანოების მიკროცირკულაციის მკურნალობაში.

Scroll to top